|
2016-07-26 17:10:11, 1271 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: ივანიშვილმა სად შეკრიბა ეს გუნდი - ცალობით მოიყვანა თუ ბითუმად იყიდა
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე ბოლოდროინდელ სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე უშნოდ დადგმულ სპექტაკლს გავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ცინცაძემ განუცხადა, პოლიტიკური ძალები ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ არჩევნებში სასურველ შედეგს მიაღწიონ. „ეს სკანდალური განცხადებები და რეაქციები მათზე, უშნოდ დადგმულ სპექტაკლს გავს. ნუთუ უშვებთ, რომ კობახიძე და ვოლსკი სხვაგვარ განცხადებებს გააკეთებდნენ და თავზე ნაცარს დაიყრიდნენ? არც ერთ საპარლამენტო ლიდერს 30 წლის განმავლობაში არ გაუთვითცნობიერებია, რომ თუ რა მძიმე ტვირთს ატარებენ. ამ ადამიანების აზრი უნდა იყოს კანონის ენით ლაპარაკი. ამ ხალხის კაკნონებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და ეს ადამიანიები თავისუფალი ოპოზიციონერებივით იქცევიან, რომლებიც რაღაცას იტყვიან და მერე ამ ნათქვამზე პასუს არ აგებენ. კობახიძემ საკუთარი ძმის სკანდალზე გასცეს პასუხს, რომელიც მიფუჩეჩდა. რომ თქვა ეს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ არის მიმართულიო ამას უნდა დავუჯეროთ და პრეზიდენტის განცხადებას არ უნდა დავუჯეროთ? მე არ ვიცი, ელემენტარულად რა გუნდი შეკრიბა ივანიშვილმა. ცალობით აგროვდება თუ ისინი საბითუმოდ შეკრიბა. ვოლსკი მოჭუტავს თვალებს და რაღაც ზღაპრებს გვიყვება. სად გაგონილა კანონმდებლები ვარაუდის დონეზე საუბრობდნენ. ეტყობა შემთხვევით უკავიათ თანამდებობები მმართველ გუნდში. არ შეიძლება მიზანი ყველა საშუალებას ამართლებდეს. ისეთი საშუალებებია ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ არჩევნებში სასურველ შედეგს მიაღწიონ“, - აცხადებს ცინცაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)