|
2015-03-06 09:54:38, 3248 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებლო წარმოების შეჩერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებლო წარმოების შეჩერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააღსრულებო წარმოება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება შეჩერდეს, შეწყდეს ან მოხდეს აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნება. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა სააღსრულებო წარმოება შეიძლება შეწყდეს კანონით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში:კრედიტორის უარი აღსრულებაზე; კრედიტორისა და მოვალის მორიგება; აღსასრულებელი გადაწყვეტილების გაუქმება; იძულებით აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლა კრედიტორის უარი აღსრულებაზე სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კრედიტორს აქვს უფლება უარი თქვას აღსრულებაზე, რასაც ის ითხოვს შესაბამისი წერილობითი განცხადებით. მორიგება სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ მორიგდნენ. ასეთ შემთხვევაში მხარეები აღმასრულებელს წარუდგენენ მორიგების აქტს, რომელიც დასამტკიცებლად ეგზავნება სასამართლოს. სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინების წარმოდგენით წყდება სააღსრულებო წარმოება. აღსასრულებელი გადაწყვეტილების გაუქმება აღსასრულებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს სააღსრულებო ფურცლის გამომცემი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. იძულებით აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლა იძულებითი აღსრულება შესაძლოა შეწყდეს საქმის ხანდაზმულობის გამო. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს: ალიმენტი; შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დაკისრებული კომპენსაცია; სახელმწიფოს სასარგებლოდ მიმდინარე საქმეები სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისას უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება და წარმოების განახლება დაუშვებელია!
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)