|
2016-07-25 17:16:14, 636 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა შს მინისტრს პრეზიდენტის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებული ჩხრეკის საკითხის გარკვევა დაავალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებული ჩხრეკის საკითხის გარკვევა დაავალა. პრემიერის განცხადებით, ის გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებული ჩხრეკა პოლიტიკას უკავშირდებოდეს. „ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და მაშინვე დავავალე შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური კომპონენტი იყოს ამაში. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს რაიმე პოლიტიკური კომპონენტი. ვიფქრობ, რომ პოლიტიკური გაცხადებების გაკეთებამდე ნებისმიერმა ჩვენგანმა, მეც, პრეზიდენტმაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდმცავებს და რა თქმა უნდა კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარი. პრეზიდენთან მაქვს კონსტრუქციული, საქმიანი ურთიერთობა . მისი შემოთავაზება მივიღებ და შევხვდები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)