12:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 15:58:33, 1812 ნახვა

მსოფლიო
ISIS-მა ქაბულის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო - გარდაცვლილია 60 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 170 კი დაშავდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, თვითმკვლელმა ტერორისტმა მასობრივი დემონსტრაციის დროს თავი აიფეთქა, რომელსაც ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა - ხაზარები მართავდნენ.აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა სამართალდამცველებმა უკვე დაადასტურეს. 

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. 

შესაბამისი უწყებების ინფორმაციით, აფეთქებაში სულ 3 ტერორისტი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ტერორისტის მოწყობილობა უბრალოდ არ ამოქმედდა, ხოლო მესამე ტერორისტის ლიკვიდაცია მოხერხდა. 

დემონსტრაციის ფოტოები ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics