|
2016-07-23 12:52:38, 723 ნახვა
პოლიტიკა
ფრანსუა ოლანდი: მიუნხენში მომხდარი ტერაქტი ამაზრზენია
საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მიუნხენში მომხდარი ტერაქტი ამაზრზენია და შიშის ატმოსფეროს შექმნისკენ არის მიმართული. ოლანდის თქმით, გერმანიას შეუძლია საფრანგეთთან თანამშრომლობის და მეგობრობის იმედი ჰქონდეს. "გერმანია ამ ყველაფერს გაუმკლავდება. მას შეუძლია ჩვენთან თანამსრომლობის და მეგობრობის იმედი ჰქონდეს", - განაცხადა ოლანდმა. მისივე თქმით, ის შაბათს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დაუკავშირდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)