|
2016-07-21 16:30:31, 720 ნახვა
საზოგადოება
ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი დამტკიცდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივი ბრძანებით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი დამტკიცდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმრებს საშუალება ეძლევათ შესაბამისი მკურნალობით ისარგებლონ. პროგრამაში ჩართვის წინაპირობას ოპიოიდებზე დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზი წარმოადგენს, რის სამკურნალოდაც მეთადონის ჰიდროქლორიდი გამოიყენება. ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებლად, პენიტენციურ დაწესებულებებში დაკომპლექტებულია საექიმო-საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც მინიმუმ სამი ექიმისგან შედგება. ჯგუფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესზეა პასუხისმგებელი. პაციენტი პროგრამაში სწორედ აღნიშნული ჯგუფის გადაწყვეტილებით ერთვება. ამასთან, მკურნალობის რეჟიმს მთლიანად განსაზღვრავს და წარმართავს ექიმი-ნარკოლოგი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)