|
2016-07-21 09:53:53, 717 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: 2012 წლის ოქტომბრამდე 12 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდათ
თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში 198 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 000-ზე მეტ ოჯახს მათ მფლობელობაში არსებული ახალი საცხოვრებელი ფართები უკვე დაუკანონდა. „დღეს ჩვენ გამოგვაქვს საკითხი 198 საცხოვრებელი სახლის დაკანონების შესახებ - თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში 198 დევნილ ოჯახს ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 000-ზე მეტ ოჯხას უკვე დაუკანონდა მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები და ჩვენ ამ პროცესს სრული დატვირთვით ვაგრძელებთ. ამას ახორციელებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობა. მინისტრთა კაბინეტი სხდომაზე 33 საკითხს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)