|
2016-07-20 15:15:39, 666 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ხარაგაულის მცხოვრებლებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კობა ლურსმანაშვილმა კარგად იცის ადგილობრივების პრობლემები და ის საუკეთესო წარმომადგენელი იქნება პარლამენტში ხარაგაულისთვის. "დღეს წარმოგიდგენთ "ქართული ოცნების" კანდიდატს. კობა ლურსმანაშვილი გახლავთ ადგილობრივი. მან ყველაზე კარგად იცის ადგილობრივების ტკივილი. ის იქნება კარგი ხმა, თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენთვის მთავრობისთვის თითოეული ადამიანი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ადამიანური სახის მქონე ხელისუფლება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, კობა ლურსმანაშვილი იურისტი და ის პარლამენტს ყველაზე მეტად ჭირდება. "ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ის კავლიფიკაცია, რომელიც საჭიროა პარლამენტში მუშაობისთვის. ის არის ნამდვილად იდეალური კანდიდატი იმისთის, რომ ხარაგაულეებბსი ხმა მიიტანოს საქართველოს პარლამენტში და დაიცვას აქ მცხოვრებლების ინტერესები", - აღნიშნა კვირიკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)