|
2016-07-20 12:56:37, 745 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: თურქეთთან ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, ახალ საფეხურზე გადავიდა
თურქეთთან ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, პრინციპულად, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის შეფასებით, ვიზიტი უპრეცედენტოდ წარმატებულია. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში დემოკრატიისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა გამოხატა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია თურქეთიდან ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი შედეგებით დაბრუნდა. „ხელი მოეწერა ხუთ ხელშეკრულებას და დეკლარაციას, რომლითაც სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი საბჭო დავაფუძნეთ. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი რთული თემები, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების გახსნა და იმ პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოება, რომელიც შეიძლება, საქართველოდან თურქეთის ბაზარზე შევიდეს. ეს არის ძალიან დიდი რამ საქართველოში წარმოებისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიხსნება კიდევ ახალი მოლაპარაკება ქართული პროდუქციის თურქულ ბაზარზე შეტანისათვის. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართველი პრობაციონერები პრობაციას გაივლიან საქართველოში და პირიქით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი შეთანხმება. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, პრინციპულად, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი პოზიტიური შეხვედრა შედგა გუშინ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)