|
2016-07-20 12:21:17, 1621 ნახვა
მსოფლიო
ხატია დეკანოიძე: ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმის გამოძიება, ჩემთვის ღირსების საკითხია
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისთვის ჟურნალისტ პაველ შერემეტის დაღუპვის საქმის გამოძიება ღირსების საკითხია, - ამის შესახებ რუსული სააგენტო Tass იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დეკანოიძე საქმესთან დაკავშირებულ მეტ დეტალს მოგვიანებით გააჟღერებს. „პაველ შერემეტი ჩემი კარგი ნაცნობი იყო, ის იყო პირველი ადამიანი, ვისაც ინტერვიუ მივეცი. ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, ამიტომ ჩემთვის ეს ღირსების საკითხია“, - განაცხადა დეკანოიძემ. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით მომხდარის შესახებ ოფიციალური ვერსია პოლიციას არა აქვს და გამოძიება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ავტომობილი გამთენიისას, მას შემდეგ აფეთქდა, რაც ჟურნალისტი სახლიდან გამოვიდა და მანქანით, რამდენიმე მეტრი გაიარა. ავტომობილი "უკრაინსკაია პრავდას" მმართველს, ალიონა პრიტულას ეკეთვნოდა. ის ავტომობილში არ იჯდა. შემთხვევის ადგილას, ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები. ცნობისთვის, შერემეტი 1971 წლის 28 ნოემბერს მინსკში დაიბადა. მუშაობდა ORT-ზე, მიჰყავდა ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა "ვრემია". ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შერემეტი კიევში ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)