13:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 12:19:54, 1115 ნახვა

სამართალი
რუსუდან კერვალიშვილი: მოხარული ვიქნები პატიმრობაში მე ვიყო და ჩემმა დამ საქმე აკეთოს, რისი ვალდებულებაც გვაქვს

„მოხარული ვიქნები თუ კი შესაძლებლობა იქნება, რომ პატიმრობაში მე ვიყო და ჩემს დას შესაძლებლობა მიეცეს, გააკეთოს ის საქმე, რისი ვალდებულებაც აქვს“,-ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კერვალიშვილმა აღნიშნა, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები წლებია გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

„მოხარული ვიქნები თუკი შესაძლებელი იქნება, რომ პატიმრობაში მე ვიყო და მიეცეს შესაძლებლობა სამშენებლო სექტორს, და არა მარტო ჩემს დას, გააკეთონ ის საქმე, რისი ვალდებულებაც გვაქვსსახელმწიფომ საგადასახადო კოდექსში მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც 2008 წლის ომის დროს დაზარალებული მშენებლობები დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლდნენ, ანუ სახელმწიფომ ის ზარალი აღიარა, რომელიც სამშენებლო კომპანიებს მიადგა.პარალელურად აპატიმრებენ მაიას, მე არ ვარ სასარგებლო რათა დაზარალებულებს შევუმსუბუქო მდგომარეობა“, - განაცხადა  კერვალიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics