|
2016-07-20 10:42:04, 600 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 6 თვის განმავლობაში კონსულტაცია 92 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუწია
აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ 2016 წლის 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 92 367 მოქალაქეს სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია. მათ შორის: ბიუროში კონსულტაცია გაეწია 23 227 მოქალაქეს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასული წლების ამავე პერიოდთან შედარებით; სატელეფონო კონსულტაცია გაეწია 68 704 მოქალაქეს. შედარებისთვის: 2014-2015 წლების ამავე პერიოდში სატელეფონო კომუნიკაცია გაეწია დაახლოებით 21 000 მოქალაქეს; ორივე მონაცემი წინა წლების იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე მაღალია. 2016 წლის პირველ კვარტალში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ, ასევე განხორციელდა შემდეგი სახის აქტივობები: მიღებული იქნა 39 667 ერთეული კორესპონდენცია; ჯამში, 6 თვის განმავლობაში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ განხორციელდა 224 683 აქტივობა. აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649 ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)