|
2016-07-19 15:54:19, 769 ნახვა
საზოგადოება
პატარაძე: წერეთლის ქუჩის კეთილმოწყობა არის უმნიშვნელოვანესი ბათუმისთვის
"წერეთლის ქუჩის კეთილმოწყობა არის უმნიშვნელოვანესი ბათუმისთვის" - ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ განაცხადა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარაძე რამდენიმე დღეა აქტიურად ხვდება მოქალაქეებს, რომლებიც მას რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ უშუალოდ აწვდიან ინფორმაციას. მოქალაქეების მიერ დასმული საკითხების მიხედვით რეგიონის პირველი პირი უკვე რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდა სიტუაციის ადგილზე შესასწავლად. მათივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად გაეცნო. წერეთლის ქუჩა და ე.წ „მანთაშევის გადასასვლელის" ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი და გადატვირთული უბანია, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ქუჩის იერსახეს აზიანებს ასევე ქაოტურად განვითარებული გარე ვაჭრობის ზონა. ზურაბ პატარაძე მოვაჭრეებს გაესაუბრა. თავმჯდომარემ მათ თხოვნით მიმართა ახალი ტროტუარებისა და გზის მოწყობის შემდეგ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)