|
2016-07-19 12:34:09, 670 ნახვა
საზოგადოება
ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო - „60 წელი სცენაზე“ გაიმართა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტის, ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელმაც მაყურებელს თავი უამრავი საინტერესო როლის შესრულებით დაამახსოვრა, უკვე 60 წელია ქართულ სცენაზე თუ სატელევიზიო ეკრანზე ჩანს და ამ პერიოდის განმავლობაში, მან არაერთი გამორჩეული პერსონაჟი განასახიერა. ღონისძიებაზე 84 წლის მსახიობმა მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები გააცოცხლა და მონოსპექტაკლი წარმოადგინა. ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოების, პენსიონერთა და ვეტერანთა კავშირის წევრები ესწრებოდნენ. ლეო ანთაძის შემოქმედების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)