|
2016-07-19 11:38:15, 1658 ნახვა
მსოფლიო
ფეთჰულა გიულენის ინტერვიუს გამო, აზერბაიჯანში ANS TV-ის მაუწყებლობა შეწყდა
აზერბაიჯანში ერთ-ერთი ტელეარხის, ANS TV-ის მაუწყებლობა შეწყდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის მიზეზი ფეთჰულა გიულენის ინტერვიუ გახდა, - ამის შესახებ News.az-ი იუწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გიულენის ინტერვიუს ტელეარხი ANS TV ეთერში გაშვებას გეგმავდა, სწორედ ეს გახდა არხის გათიშვის მიზეზი. News.az-ის ცნობით, გიულენის ინტერვიუ ანტითურქული ხასიათის იყო. როგორც ცნობილია, ANS TV-მა მაუწყებლობის შეწყვეტამდე განაცხადა, რომ იგი აპირებდა გიულენთან აშშ-ში მათი კორესპონდენტის, განირა ატაშოვას მიერ ჩაწერილი ინტერვიუს გაშვებას. მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ქვეყნის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ გიულენი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. გადატრიალების მცდელობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო და თურქეთის მთავრობასა და პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)