13:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 11:24:09, 1294 ნახვა

სამართალი
შსს-მ აღსრულების ბიუროსთან მომხდარ სროლაში მონაწილე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნულ ბიუროსთან მომხდარ სროლაში მონაწილე ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული:

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მიხეილ ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1966 წელს დაბადებულმა ავთანდილ ა.-მ თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ნაცნობი - 1972 წელს დაბადებული არჩილ მ. დაჭრა, ხოლო არჩილ მ.-ს თანმხლებმა მიხეილ ვ.-მ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავად ავთანდილ ა. დაჭრა. არჩილ მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავთანდილ ა. კი კლინიკაში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

სამართალდამცველებმა მიხეილ ვ. თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics