|
2016-07-19 11:14:35, 1712 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელის ოთახის ჩხრეკისას ISIS-ის დროშა იპოვეს
გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელის, 17 წლის ავღანელი მამაკაცის ოთახის ჩხრეკისას „ისლამური სახელმწიფოს” დროშა იპოვეს, - ამის შესახებ BBC ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე იოაჰიმ ჰერმანზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს"დროშა ხელით არის დახატული. “დიდია ალბათობა, რომ ეს იყო ისლამისტების თავდასხმა”, - განაცხადა ჰერმანმა. მისივე თქმით, 17 წლის თავდამსხმელი ქალაქ ოქსენფურტში, გერმანელების ოჯახში ცხოვრობდა. ის სავარაუდოდ გერმანიაში ახალი ჩასული იყო. შეგახსენებთ, რომ ცულითა და დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მატარელის მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:15 საათზე, ქალაქებს ოქსენფურტსა და ვიურცბურგს შორის მოხდა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 20-მდე ადამიანია, რამდენიმე მათგანის მდგომაროება არის კრიტიკული. თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და მისი ლიკვიდაცია მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)