|
2016-07-19 10:39:27, 1506 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა
გერმანიის ქალაქ ვიურცბურგთან ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. როგორც BBC წერს, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელი სავარაუდოდ 17 წლის ავღანელი ლტოლვილია, რომელიც გერმანიაში მშობლების გარეშე ჩამოვიდა. ის ლტოლვილთა თავშესაფარში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი - ოქსენფურტში, მიმღებ ოჯახში ცხოვრობდა. ბავარიის პოლიციის ცნობით, მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. როგორც ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოაჰიმ ჰერმანმა განაცხადა, ნაჯახით და დანით შეიარაღებული მოზარდი მგზავრებს მაშინ დაესხა, როცა მატარებელი ვიურცბურგის სადგურს უახლოვდებოდა. როცა მატარებელი გაჩერდა, თავდამსხმელი გაიქცა და მიმალვა სცადა, მაგრამ მას ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი დახვდა. არასრულწლოვანმა ნაჯახით პოლიციაზე თავდასხმა სცადა, რა დროსაც, ის მოკლეს. დანაშაულის მოტივი აქამდე უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)