|
2016-07-19 10:24:18, 632 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ ლიუბლიანას ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოს პრეზიდენტის სლოვენიის რესპულიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლიუბლიანას ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ჩიჩუა ქალაქის ფუნიკულიორზე მდებარე მე-15 საუკუნეში აგებულ ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდა და ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მდებარე სახვითი ხელოვნების გალერეაში, ცნობილი სლოვენიელი მხატვრის ვლადიმერ მაკუცის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ნათელი ცის გასწვრივ" დაათვალიერა. მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ 60 წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. დღესვე, პირველი ლედი ბლედის ტბაზე მდებარე კუნძულზე იმყოფებოდა. მან ისტორიული ტაძარი და სამრეკლო მოინახულა, სადაც ტრადიციული ტკბილეულით - „პოტიცა" გაუმასპინძლდნენ. საქართველოს პირველ ლედის მასპინძლობას სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ნატაშა კოვაჩი უწევდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)