20:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 22:15:54, 1179 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „JAC International company“-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანიის „JAC International company“ პრეზიდენტს ან ჯინს, კომპანიის საერთაშორისო ბაზრების გენერალურ მენეჯერს, შე ჩაი რონგსა და სხვა პასუხისმგებელ პირებს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტები. ჩინეთის კომპანია, რომელიც ერთერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია მსოფლიოში, დაინტერესებულია საქართველოში წარმოების განვითარებით და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე კერძო სტრუქტურებთან. 

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები დავით ხუციშვილი და ქეთევან ბოჭორიშვილი. 

ცნობისთვის, „JAC International company“-ის დელეგაცია 16 ივლისს ჩამოვიდა და საქართველოს 19 ივლისს დატოვებს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics