23:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 21:39:31, 671 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენ შევქმენით პირობები მშვიდი ცხოვრებისთვის და გავაჩინეთ სტაბილურობის განცდა

"ჩვენ შევქმენით პირობები მშვიდი ცხოვრებისთვის და გავაჩინეთ სტაბილურობის განცდა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც მან პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. 

პრემიერის განცხადებით, "დღეს ქვეყანა ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე დგას".

 “ჩვენ საარჩევნო კამპანიას ქუთაისიდან ვიწყებთ - მეგობრობის, სიყვარულის, პოეზიის ქალაქიდან. დავით აღმაშენებლის ქალაქიდან, რომელიც ყველა ქართველისთვის ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. აქედან მინდა მივესალმო მთელს საქართველოს და ვუთხრა, რომ სწორედ გამთლიანებული და ძლიერი საქართველოა თითეული ჩვენგანის მიზანი და ოცნება. ჩვენი პარტიის მიზანი და ამოცანაც სწორედ ეს არის. 2012 წელს “ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თქვენი მხარდაჭერით შეუპოვარი ბრძოლით გაიმარჯვა არჩევნებში. ამ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი შეასრულა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე გაიყვანა. ამ ოთხ წელიწადში ჩვენ ძალღონე არ დაგვიშურებია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენ მივეცით ხალხს ის, რაც ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: თავისუფლება. ჩვენ მოვსპეთ შიში, რომელსაც დათრგუნული ჰყავდა საზოგადოება. შევქმენით პირობები მშვიდი ცხოვრებისთვის და გავაჩინეთ სტაბილურობის განცდა. ჩვენ ვიყურებით და მივდივართ წინ. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს და არ უნდა გავხდეთ იმ სისასტიკის მძევალი, რაც ყველამ ერთად გადავიტანეთ. ანგარიშწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა. მოვა დრო და უკეთ გამოჩნდება, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics