|
2016-07-18 15:58:55, 1704 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კერი: თურქეთისგან გიულენის ექსტრადირების ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია
ვაშინგტონს თურქეთისგან ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია, - ამის შესახებ ტელეკომპანია NBC აშშ-ის სახელმწიფო მდივანზე ჯონ კერიზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება იუწყება, ჯონ კერის განცხადებით, გიულენის ექსტრადირებისთვის ანკარამ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. მისივე თქმით, აშშ-ს შესაბამისი მტკიცებულებები ჯერ არ გააჩნია. “ამ ეტაპზე მე მტკიცებულებები არ გამაჩნია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში მე ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრს სამჯერ ვესაუბრე. მე მოვუწოდე მას, შეაგროვონ მტკიცებულებები რაც შეიძლება მალე და წარმოგვიდგინონ პირდაპირი არხებით. მე პირობა დავდე, რომ ექსტრადირების შესახებ ხელშეკრულების, ჩვენი კანონიერი პროცესისა და სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ შევაფასებთ, არის თუ არა მტკიცებულებები ექტსრადირებისთვის საკმარისი. მათ ასევე ექსტრადირება ფორმალურად, კანონმდებლობის თანახმად უნდა მოითხოვონ, რაც მათ ჯერ არ გაუკეთებიათ”, - განაცხადა ჯონ კერიმ. ცნობისთვის, ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს. თურქეთის ხელისუფლება მას 16 ივლისის ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას აშშ-სგან გიულენის ექსტრადირება მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რასაც 290-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,1 400 -ზე მეტი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)