|
2016-07-18 15:24:03, 507 ნახვა
პოლიტიკა
ლიუბლიანაში, კონგრესის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
სლოვენიის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიუბლიანაში, კონგრესის მოედანზე გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა საქართველოსა და სლოვენიის ჰიმნების შემდეგ სლოვენიის სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა დელეგაციის წევრები წარადგინეს. გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა მაკა ჩიჩუასთან და ტანია პეჩარისთან ერთად საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ნიშნად, თბილისის ქუჩაზე სიმბოლურად, „მეგობრობის სკამი" გახსნეს. სლოვენიის პრეზიდენტის სასახლეში კი, გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის პრეზიდენტმა სამახსოვო ფოტო გადაიღეს და საჩუქრები გაცვალეს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)