|
2016-07-18 10:05:42, 628 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი ყვარლის სასწავლო ცენტრს ესტუმრა. თეა წულუკიანი საზაფხულო სკოლისმონაწილეებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, საზაფხულო სკოლა იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ახალი პროექტია, რომელშიც საჯარო სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობენ. მისი მიზანია, გააცნოს ახალგაზრდებს საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპები; დაეხმაროს მათ სამოქალაქო ღირებულებების გააზრებაში; შეუქმნას წარმოდგენა და ინტერესი საჯარო მმართველობის მიმართ; გაუჩინოს სურვილი, მიიღონ უმაღლესი განათლება საჯარო მმართველობის მიმართულებით. სწავლების თემა საჯარო მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებია, კერძოდ კი, სახელმწიფო ინსტიტუტების დანიშნულება და მათი როლი; სახელმწიფოს შექმნის ფსიქოლოგიური საფუძვლები; ადამიანი როგორც პიროვნება და მოქალაქე; მოქალაქის როლი საჯარო მმართველობის ყოველ ეტაპზე და სხვ. პროგრამისთვის 39 მოსწავლე მათემატიკური ტურის შედეგებით შეირჩა. ტური საქართველოს 5 ქალაქში − თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში − ერთდროულად ჩატარდა, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებისთვის კი, ყვარლის სასწავლო ცენტრში ტრენინგი დაიგეგმა. საზაფხულო სკოლის პროექტი საქართველოშიევროკავშირის წარმომადგენლობის, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)