20:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 17:31:10, 933 ნახვა

პოლიტიკა
შენგენის ვიზის მიღება პრობლემატური გახდა - საგარეო უწყების კომენტარი

ათობით ადამიანი სოციალური ქსელის მეშვეობით, თუ ღიად, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს საელჩოს მუშაობის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს.  "ექსპრესნიუსთან" საუბარში არაერთი ჟურნალისტი, მეწარმე, ასევე  ექიმი აცხადებს, რომ პასპორტში შენგენის სამწლიანი ვიზები ჰქონდათ, თუმცა საელჩოები მრავალჯერად ვიზებზე  უარს ეუბნებიან და  ანკეტების შევსებისა და რიგში დგომის შემდეგ, 1-2 კვირიან ვიზებს აძლევენ.

"ექსპრესნიუსი" აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით,  საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

 პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუ მოქალაქე მიღებული ვიზის კატეგორიასა და ხანგრძლივობას უსამართლოდ მიიჩნევს, უწყების საკონსულო დეპარტამენტს   უნდა მიმართოს.

მათივე თქმით,  საკონსულო დეპარტამენტი მსგავს ფაქტებს შეისწავლის და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„ თუ კი მოქალაქე თვლის, რომ ვიზის კატეგორია და მისი ხანგრძლივობის პერიოდი არასამართლიანად მიიღო, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტულმა მოქალაქემ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს  უნდა მიმართოს. საკონსულო დეპარტამენტი შეისწავლის ფაქტს და ამის შემდეგ შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - ამბობენ  საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics