|
2016-07-13 18:09:20, 607 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა 3 მისამართზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა ლუკა კანკავამ და გაიოზ ვასაძემ საბურთალოს რაიონში დასრულებული სამი ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს და შესრულებული სამუშაოების შესახებ ადგილობრივებისგან შეფასებები მოისმინეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. ვეძისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მცხოვრებთა განცხადებით, მათი დასახლება გორაკზე მდებარეობს და წლების მანძილზე საგზაო ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში იყო, რაც არა მხოლოდ ავტოტრანსპორტით, არამედ ფეხით გადაადგილების კუთხითაც, პრობლემას წარმოადგენდა. დღეს კი აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია. საგზაო სამუშაოების გარდა, მირზა გელოვანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილებიც შეიცვალა. მ. გელოვანის ქუჩის მცხოვრებლებმა არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომელთაგან ერთ-ერთი მირზა გელოვანის ქუჩის მიმართულებით დანიშნული არასაკმარისი სატრანსპორტო მარშრუტებია. მათთვის ასევე აქტუალურია უბანში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ტენდენცია. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ მრავალსართულიანი სახლების კოეფიციენტის მინიჭების თაობაზე თბილისის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათ უბანსაც შეეხება. გამგებლის მოადგილეებმა პეტრიწის N10 კორპუსის მცხოვრებლებთანაც გამართეს შეხვედრა, რომლის შიდა ეზოშიც გზის საფარი მოწესრიგდა, ხოლო 14-სართულიან კორპუსს, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სართულშუა ნაპრალების პრობლემა მოუგვარდა. სარეაბილიტაციო პროექტის 80% საბურთალოს გამგეობის მიერ დაფინანსდა. ლუკა კანკავა და გაიოზ ვასაძე მოსახლეობას შეხვდნენ პეტრიწის N19-შიც, სადაც დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა. ადგილობრივების განცხადებით, მათი უდიდესი პრობლემა შენობის მდგრადობის საკითხი იყო. მათი თქმით, ნალექიანი ამინდის დროს დაგროვებული წყალი საძირკველში იღვრებოდა, რაც მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. დღეს აღნიშნული პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, რადგან კორპუსის ეზოში სანიაღვრე სისტემა მოეწყო, რომლის სამუშაობის დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგო.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)