12:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 16:16:03, 1239 ნახვა

სამართალი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება ინტერნეტბანკის მომხმარებელთა სახელისა და პაროლის შეგროვების ფაქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სხვადასხვა ვებგვერდებზე ინტერნეტბანკის მონაცემთა შეყვანა ქმნის ფინანსურ ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელების მაღალი რისკს.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება ინტერნეტბანკის მომხმარებელთა სახელისა და პაროლის შეგროვების ფაქტთან დაკავშირებით. ინსპექტირება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საქართველოს ბანკების ასოციაციისა და რამდენიმე ბანკის მომართვის შედეგად დაიწყო.
სხვადასხვა ვებგვერდებზე ინტერნეტბანკის მონაცემთა შეყვანა ქმნის ფინანსურ ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელების მაღალი რისკს.
უსაფრთხოების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ონლაინსესხებით მოსარგებლე პირებს ურჩევს, დეტალურად გაეცნონ მომსახურების პირობებს, გაანალიზონ ის რისკები, რაც ასეთი სახის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას შეიძლება მოჰყვეს და თუკი უკვე აქვთ რომელიმე კომპანიისთვის მიწოდებული ინტერნეტბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი, სასწრაფოდ შეცვალონ პაროლი.
ვინაიდან ამგვარი მონაცემების შეგროვების პრაქტიკას შესაძლოა სხვა კომპანიებშიც იყოს დანერგილი, მოვუწოდებთ მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გვაცნობონ აღნიშნული ფაქტების შესახებ", - ნათქვამია განცხდებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics