20:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 16:23:40, 1106 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი: ვიგრძენი მხარდაჭერა და ის, რომ "ქართული ოცნების" გუნდი ერთიანია

"ქართული ოცნების" განახლებული გუნდის წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმუშავებს.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის გუნდის წევრობაზე შეთავაზება პრემიერ-მინისტრისგან მიიღო:

"ჩემი ძირითადი გამოცდილება არის პოლიტიკის შემუშავება სწორედ დემოკრატიული რეფორმების და ადამიანების უფლებების დაცვის საკითხებში. შესაბამისად, ვიმუშავებ ძირითად ამ საკითხებზე, რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების გაჟღღერებას, გაძლიერებას და  კიდევ უფრო გამყარებას",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, საარჩევნო სიის რომელი ნომერი იქნება:

"ნაადრევია სიაზე საუბარი. ჯერჯერობით არაა ეს გადაწყვეტილება მიღებული. შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან მივიღე. არანაირი პრობლემა, წინააღმდეგობა არ მიგვრძნია, მხოლოდ ვიგრძენი მხარდაჭერა და ის, რომ გუნდი არის ერთიანი.დაახლოებით ერთი კვირაა, უკვე ვმუშაობ პარტია "ქართული ოცნების" ოფისის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და  მხოლოდ თანამშრომლობა და მხარდაჭერა ვიგრძენი",-გაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განახლებული გუნდის შემადგენლობაში  თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო  ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics