|
2016-07-13 11:55:18, 606 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია: სუბსიდირებასთან დაკავშირებით შარშანდელი მიდგომები ნარჩუნდება
სუბსიდირებასთან დაკავშირებით შარშანდელი მიდგომები ნარჩუნდება - ანუ ბენეფიციარი ანაზღაურებას მიიღებს 15 დღის შემდეგ, სუბსიდიის ნაწილში, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელსაც სახელმწიფო „რთველი 2016“-ის სუბსიდირებას მოახდენს. „სუბსიდირებასთან დაკავშირებით საბოლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პრაქტიკულად ნარჩუნდება შარშანდელი მიდგომები, რადგან ყველაზე გამართლებული პრაქტიკა აღმოჩნდა შარშანდელი პრაქტიკა, სადაც ბენეფიციარი ანაზღაურებას იღებს 15 დღის შემდეგ სუბსიდიის ნაწილში. რქაწითელის შემთხვევაში გვექნება 45 თეთრიანი სუბსიდირება, ხოლო საფერავის ყურძენზე გვექნება 20 თეთრიანი სუბსიდირება. ველოდობით დაახლოებით 147 ათას ტონამდე გადასამუშავებელ ყურძენს, საერთო ჯამში ჩვენ ვვარაუდობით, რომ შარშანდელი ნიშნული ალბათ 2-3 ათასი ტონით მეტი შეიძება იყოს მიმდინარე წელს . აღნიშნული ასევე ითვალისწინებს ხელშეწყობას იმ ნაწილში, რომ მნიშვნელვნად არის შემცირებული ღვინის საექსპორტო ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია ექსპორტი, მინდა შეგახსენოთ, რომ ღვინის ექსპორტი 44%-ით არის გაზრდილი შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, თუმცა დაახლოებით 25%-ით არის შემცირებული ფასი 2014 წელთან შედარებით. ამიტომ ჩვენ ვფრიქრობთ, რომ ჯერი კიდევ საჭიროა სტიმული, თუმცა, რა თქმა უნდა როგორც პრემიერმა ბრძანა, ჩვენი თვითმიზანი არის გამოვიდეთ ზოგადად სუბსიდიის მიდგომებიდან , როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, რადგან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც მევენახეების ინტერესების გათვალისიწნება, ისე ექსპორტიორთა ინტერესების გათვალისწინება. მინდა, ასევე შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგრამის ხელშეწყობის ფარგლებში 22 ახალი ღვინის გადამამუშავებელი საწარმოა დაფინანსებული, გაფართოვდა 40-ზე მეტი. შესაბამისად, ჯერ კიდევ ეს პროცესი რომელიც ჩვენ დავიწყეთ, არ არის დასრულებული, ბრენდის განვითრების და ხელშწყობის მიდგომა, რომელიც აღნიშნული სუბსიდირების ნაწილში ჩვენ გავითავლისწინეთ, ვინაიდან გვინდა ქართული ბრენდი იყოს კიდევ უფრო პოპულარული და იყოს კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე. აღნიშნული ტარიფები ითვალისწინებს საბრენდე სპირტის მიღების რენტაბელურ ტარიფებს”,-განაცხადა ოთარ დანელიამ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)