19:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 11:16:30, 602 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ძალიან ძლიერი ახალი გუნდია, რომელიც პრემიერის ხედვების გარშემოა გაერთიანებული

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე  „ქრთული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს  მომავალ საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებთან დაკავშირებით წინასწარ არ საუბრობს.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ახალი წევრები პრემიერის ხედვების გარშემო არიან გაერთიანებული.

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. დღეს მნიშვნელოვანი დღეა  პარტიული ცხოვრების კუთხით. ჩვენ წარმოვადგენთ ახალ წევრებს იმ საპარლამენტო  პოლიტიკური გუნდისა, რომლითაც  „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. არიან მნიშვნელოვანი ახალი წევრები-ძალიან ძლიერი,  კარგი გუნდი, რომელიც არის გაერთიანებული პრემიერის, მისი ხედვების გარშემო.  მთავრობის წევრები ჯერჯერობით ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას მთავრობის პირობებში, მთავრობის კაბინეტში“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს დღეს 14:00 საათზე წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics