|
2016-07-13 10:28:06, 663 ნახვა
პოლიტიკა
მასწავლებელთა განვითარების სქემაში ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლების განვითარების სქემით გათვალისწინებულმა ვიდეოგაკვეთილებმა მასწავლებლების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ის სავალდებულო აღარ იქნება და შესაბამისი ალტერნატივა გაჩნდება. ამის შესახებ ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. "მასწავლებლების განვითარების სქემები ბოლო პერიოდში ინერგება. ეს არის ძალიან პროგრესული, დასავლურ სტანდარტებზე, კრედიტებზე აგებული სქემა. ამ სქემის პირველი საპილოტო ეტაპი დასრულდა. კვლევამ გამოავლინა, რომ მასწავლებლები ძირითადად მხარს უჭერენ ამ სქემას. მეორე მხრივ გამოვლინდა ხარვეზები, და ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეოგაკვეთილების კომპონენტი, რომელიც ძალიან რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს მასწავლებლებმა. მინდა ვთქვა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, ეს ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაცია მასწავლებლებლების პროფესიულ კავშირთანაც, ჩვენს სამსახურებთან, გავაჩენთ ალტერნატივას, ანუ არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი, ანუ ალტერნატივა გაჩნდება. ამის შედეგად ჩვენ მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული იქნება, რომ პროფესიული მომზადების შემდეგ საფეხურზე გადავიდეს, გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენ მოსწავლეებს. ვფიქრობ, რომ ეს სქემა თავად წინ გადადგმული ნაბიჯია და კონკრეტულად ის ცვლილებები რაც ახლა შედის, იქნება პოზიტიური ამ სისიტემის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)