|
2016-07-12 12:21:21, 584 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა
"რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო კამპანიას დავით უსუფაშვილი უხელმძღვანლებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უსუფაშვილი საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იქნება. ამასთან, სამნიძის განმარტებით,აჭრის უმაღლეს საბჭოში "რესპუბლიკელების" კამპანიას პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი წარუძღვება: "როგორც პარტიის თავმჯდომარე და დღეიდან როგორც საარჩევნო შტაბის ხელმღვანელი, წარმოგიდგენთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის ლიდერს, საპარლამენტო სიის პირველ ნომერს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და მის ირგვლივ გაერთიანებულ საარჩევნო სუბიექტს უსუფაშვილი-რესპუბლიკელები. ამ სახელწოდებით და ამ ლიდერთან ერთად, ვიბძოლებთ ჩვენი ღირსეული ადგილისთვის პარლამენტში, ასევე საპატივცემულო საპასუხისმგებლო ადგილისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენს კამპანიას აჭარაში წარუძღვება და სიის პიველი ნომერი იქნება პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი. ჩვენ- "უსუფაშვილი რესპუბლიკელები" მოვდივართ რწემენით, რომ იმას, რასაც ამ ბოლო წლების განმავლობაში ძალა შევმატეთ, ესაა დემორკატიული ინსტიტუტების განმტკიცება,ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ევროპული გზა, უსაფრთხოება, ამას არა მხოლოდ განვავრცობთ, ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ.ჩვენ მოვდივართ გამარჯვებისთვის",-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)