|
2016-07-11 11:16:29, 600 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე, ნებისმიერი თბილისელი გაგცემთ პასუხს
„არ ვილაპარაკებ თავად რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე, ნებისმიერი თბილისელი გაგცემთ ამაზე პასუხს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში „ცენტრ პოინტმა“ გაიმარჯვა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიამ სათანადო საბუთები ვერ წარმოადგინა, შეთანხმება ვერ შედგა. „არ ვილაპარაკებ თავად რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე. ნებისმიერი თბილისელი გაგცემთ ამაზე პასუხს. ოთხი წლის წინ და მანამდე, სააკაშვილის დროს, ძიებები მიდიოდა იმედია, ჩემი ბრალი არ არის. მოიგო ერთი ტენდერი გამზადებული კორპუსით, ხოლო როცა ვუთხარით, რომ ვყიდულობთ ამ კორპუსში ბინებს დევნილებისთვის, გვითხრა, რომ აქ ისედაც მშვენივრად ვყიდი და გვერდით რომ ავაშენებ, იმაში მოგყიდითო და იმაზე ხელშეკრულება არ ყოფილა, ის არ მოუგია და ბუნებრივია თავს არ მოვატყუებინებდით. მეორე ორ სართულიანი კორპუსი მოიგო სადღაც ამერიკის საელჩოსთან, თითქმის დამთავრებული იყო მშენებლობა, დიდი სიამოვნებით ვიყიდდით, ვერ წარმოადგინა საბუთი, არის თუ არა მისი“, -აღნიშნა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)