|
2016-07-09 14:30:29, 647 ნახვა
პოლიტიკა
ედგარს რინკევიჩსი: საქართველოს გზა ნატო-სკენ შეუქცევადია
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, საქართველოს გზა ნატო-სკენ შეუქცევადია, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მინისტრის თქმით, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბევრს მიაღწია და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მაგალითი აჩვენა “მნიშვნელოვანია დაწყებული რეფორმების გაგრძელება. მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა გახდეს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფის მორიგი მტიცებულება. მიგვაჩნია, რომ რეფორმების ეფექტიანობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა იმსახურებს აღიარებას. ლატვიას მიაჩნია, რომ საქართველოს ნატო-სკენ გზა შეუქცევადია”, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რინკევიჩსმა ვარშავის სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღო. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნილი, სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების შესახებ ანგარიში დაამტკიცეს. სხდომის მონაწილეები მიესალმნენ საქართველოს მიღწევებს და განიხილეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)