|
2016-07-08 19:39:00, 631 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არ შეიძლება მონობა გააუქმო თავდაცვის უწყებაში და ჯარისკაცები დაცვის სამსახურში გამოიყენო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც, თავდაცვის უწყება წვევამდელთა სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს. როგორც კობახიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ცალმხრივადაა მიღებული და სასურველი იყო, კითხვები არ დარჩენილიყო. ამასთან, კობახიძის თქმით, თუ მიდგომაა ისეთი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მონობაა, მაშინ ის ყველგან უნდა გაუქმდეს: "ეს ის თემაა, რომელზეც ექსპერტები, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის წარმოამადგენლები და ა.შ. უნდა მსჯელობდნენ. ამ თემაზე არის დადებითი და უარყოფითი განწყობებიც. თუმცა, თუ მიდგომა არის ის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მონურ შრომასთან ასოცირდება, ის უნდა გაუქმდეს ყველგან. არ შეიძლება მონობა გააუქმო თავდაცვის უწყებაში და ჯარისკაცები გამოიყენო პენიტენციალურ სისტემაში, დაცვის სამსახურსა და ა.შ. მაშინ იქაც მონური შრომა ყოფილა. ამ შემთხვევაში გარკვეული კოორდინაცია უნდა ყოფილიყო სხვა უწყებებთან. როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული. ამასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები იყო. კარგი იქნებოდა, რომ ეს კითხვები არ გაჩენილიყო",-განაცხადა მანანა კობახიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)