|
2016-07-08 09:27:07, 595 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე ახალი წესრიგის დამყარების შესახებ
„ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის დამყარების შესახებ“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საქართველოს მთავარი მიზანი შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება იყო. „ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის დამყარების შესახებ. სამიტის შემდეგ დაიწყება მუშაობა, როგორ უნდა მოხდეს ეს. ვითხოვდით, რომ ამ პროცესში საქართველო, ზუსტად ისე, როგორც ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, მჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული. ვითხოვდით, რომ საქართველო საჰაერო უსაფრთხოების სისტემაშიც აქტიურად ყოფილიყო ჩართული. ამაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც ისაუბრა და ამან კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა იმისა, რომ მოლოდინი გამართლდება", - აღნიშნა ხიდაშელმა. ცნობისთვის, 8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)