|
2016-07-07 13:27:04, 747 ნახვა
პოლიტიკა
იპოთეკით დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს (ვიდეო)
მთავრობის ადმინისტრაციასთან იპოთეკით დაზარალებულები, სოციალურად დაუცველები და მათი უფლებებადამცველები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათ ცოტახნის წინ ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს, რასაც ხმაური მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ შენობაში ვერ შეიკრიბებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში შესვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მისცეს. კერძოდ,ადმინისტრაციის ფოიეში სხვებთან ერთად, "თავისუფალი თაობის" წევრები მჯდომარე აქციას მართავენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. "პრემიერი ვალდებულია, თავის მოსახლეობას შეხვდეს. თავს იწონებს, რომ პროდასავლური ღირებულებებისაა. 2 თვის წინ პრემიერის სახელზე წერილები შევიდა, თუმცა არავის პასუხი არ მიუღია. ჩვენ არ გამოვრიცხავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მივმართოთ", - განაცხადა "თავისუფალი თაობის" წევრმა ლადო სადღობელაშვილმა. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)