|
2016-07-07 12:25:47, 720 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ჩვენ ვაძლიერებთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას
„ჩვენ ვაძლიერებთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და ამ თვალსაზრისით, აშშ-ის ძალიან მადლიერი ვართ“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბაქრაძემ საქართველოს სახელმწიფოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, მისი უსაფრთხოების გაძლიერება და მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. აქიდან გამომდინარე, ჩვენთვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სწორედ ამ მიზნების მომსახურება.ძალიან მადლიერი ვართ აშშ-ის, რომ სწორედ ამ თვალსაზრისით აძლიერებს ჩვენთან თანამშრომლობას. საქართველოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ის მაღალი ნდობა, რომელიც საქართველოს გააჩნია, არის ძალიან მნიშვნელოვნად დაფასებული ამ მაღალი თანამშრომლობით. ჩვენთვის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატო-სთან თავსებადობის უზრუნველყოფა, არის მნიშვნელოვანი.ასევე რეგიონში გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გულსხმობს გამკწვევების აღმოჩენას, მათ ანალიზსს,მათზე რეაგირების დაგეგმვას, ეს მემორანდუმი ქმნის ძალიან კარგ ფორმატს, რაც ჩვენთვის ასე აუცილებელია. ჩვენ ვაძლიერებთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)