|
2016-07-06 16:43:14, 695 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ კერი: 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის
"8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის",-ამის შესახებ თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნილებები შეასრულოს: "საქართველოს მოსახლეობამ თავად აირჩია ევროატლანტიკური მომავალი და აშშ თავის ვალდებულებას გრძნობს იმაში, რომ დაეხმაროს აღნიშნული მიზნების მიღწევაში. აშშ მყარად დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. რუსული ოკუპაციისა და მილიტარიზაციის შედეგები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თვალსაზრისით მიუღებელია და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნილებები, რაც გულისხმობს მისი ჯარების გაყვანას კონფლიქტის წინა პოზიციებზე და ჰუმანიტარული დამხარებისთვის ყოველგვარი ბარიერის მოხსნას ამ რეგიონში. 15 მილიონიანი დოლარის პროგრამის დაანონსება მოვახდინე იმისათვის, რომ გამყარდეს ეკონომიკური მდგრადობა საქართველოში და პლუს 1 მილიონი დოლარი დამატებით იმისათვის, რომ შენარჩუნდეს შესაბამისობა შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე გვინდა, გავამყაროთ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მოგვიანებით ვაპირებ შევხვდე ახალგაზრდა ქართველ ბიზნესმენებს, მეწარემეებს, რომელთაგანაც გვინდა, მოვისმინოთ, რას ფიქრობენ საქართველოში ინოვაციების წინსვლის თვალსაზრისით. ჩვენ დემოკრატიული პროცესის საკითხებს წამოვჭრით ოპოზიციასთან, რომელთანაც ხვალ მექნება შეხვედრა. 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უფრო მეტი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აღმავლობისთვის. ხაზი გავუსვით საარჩევნო თემებს, რომელიც ზეწოლისა და დაშინებებისგან არის თავისუფალი",-განაცხადა ჯონ კერიმ.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)