09:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 09:36:50, 1027 ნახვა

სამართალი
მაგდა პაპიძეს სასჯელი დღეს განესაზღვრება

მამა-შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მაგდა პაპიძეს  სასჯელის ოდენობა დღეს განესაზღვრება.

სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალქო სასამართლოში  11:00 საათზე გაიმართება.  მხარეები ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს წარმოადგენენ, შემდეგ კი,  მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

შეგახსენებთ,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე  ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო.  მოსამართლე სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრავს, რომელიც  16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics