10:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-03 18:59:08, 638 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ,ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მიიღეთ გულწრფელი და გულითადი მილოცვა ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.დამოუკიდებლობის მთელი ამ წლების მანძილზე, პირადად თქვენი ძალისხმევით, ბელარუსის რესპუბლიკამ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია სახელმწიფოებრიობის განვითარების ყველა სფეროში.მჯერა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული ურთიერთგაგებისა და მეგობრობის კავშირები  მომავალში კიდევ უფრო გამყარდება და საგრძნობ სარგებლობას მოუტანს ჩვენი ქვეყნის ხალხებს.  პატივცემულო  პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს,   გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ბელარუსის მეგობრულ ხალხს კი  შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას“,-აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოც წერილში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics