03:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 12:31:41, 1282 ნახვა

მსოფლიო
სლუცკი: ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ რეზოლუციის პროექტი, რუსეთის მხრიდან ყურადღებას არ იმსახურებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, რუსეთის მხრიდან ყურადღებას არ იმსახურებს.

როგორც სლუცკიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინელი ჯარისკაცები ნეიტრალური ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ.

„სამწუხაროდ გამუდმებით ანადგურებენ ჩვენს მეომრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა იმ შეიარაღებას იყენებს, რომელიც მინსკის შეთანხმების მიღებით აკრძალულია. რაც შეეხება დონბასის არჩევნებს, რაც კი უსაფრთხოების საკითხს ეხება, კიევი უნდა დათანახმდეს. აქ წარდგენილი საკითხი ძალიან დაკვირვებით უნდა განვიხილოთ. რეზოლუცია მოსკოვის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს ითვალისწინებს. მინდა ავღნიშნო, რომ ეს რეზოლუციის პროექტი ჩვენს ყურადღებას არ იმსახურებს“, - განაცხადა სლუცკიმ.

ცნობისთვის, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესიის მეორე დღე მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics