06:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 19:29:58, 645 ნახვა

საზოგადოება
ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან ერთად თბილისში გაისეირნა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მეტეხის ეკლესია და  აბანოთუბანი  დაათვალიერებინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მინისტრებმა ძველი თბილისის უბნებში ფეხით გაისეირნეს.

 მიხეილ ჯანელიძემ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა თბილისის ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და მის მახასიათებლებს, ესაუბრა ტურიზმის სფეროში თბილისის განსაკუთრებულ პოტენციალსა და უცხოელი ვიზიტორების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს დედაქალაქის განსაკუთრებული მომხიბვლელობა.

 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს  2016 წლის 30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics