09:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 18:42:22, 550 ნახვა

პოლიტიკა
„ეუთოს საპარალამენტო ასამბლეა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“

„ეუთოს საპარალამენტო ასამბლეა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტეს“,-ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტიმ განაცხადა. 

როგორც აგრამუნტიმ აღნიშნა, საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით დიდ პროგრესს მიაღწია. 

„მაქვს პოზიტიური განცდა, რომ მსგავი ინსტიტუტების განვითარება გაგრძელდება. მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადეთ საქართველოს მის მიერ ჩატარებულ რეფორმებს და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ ისეთი გზების გამონახვას, რომ რეგიონებში არსებული კონფლიქტი მალე მოგვარდეს“,-განაცხადა აგრამუნტიმ. 

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს  პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა შეხვედრები. 
ასევე, აგრუმტიმ საპარალამენტო ასამბლეის წევრებს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

„გავცვალეთ შეხედულებები. ცოტა ხანში საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესაც შევხვდები. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება შესაბამისი მექანიზმების მოპოვება, რათა ოქტომბრის საპარალემნტო არჩევნები მშვიდ გარემოში  ჩატარდეს. მაქვს განცდა, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სხვადასხვა სფეროების განვითარებაში, პირადად ვუცხადებ მხარდაჭერას და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ განვითარებას“,- განაცხადა აგრამუნტიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics