|
2016-06-30 17:29:48, 611 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო. ტრადიციული ღონისძიების აღნიშვნა რამდენიმე წლის წინ შეწყდა, თუმცა დღეს უკვე განახლებული სახით ტარდება და მასში მუნიციპალიტეტის ყველა თემია ჩართული. დღესასწაული ქობულეთის განახლებულ ზღვისპირა პარკში გაიმართა და მას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები, მეგობარი ქვეყნებიდან მოწვეული ჟურნალისტები და ტურკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ავტორალი ჩოლოქის ხიდიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე. მოგვიანებით კი ფლეშმობი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ზღვისპირა პარკამდე მოეწყო მსვლელობა ღია ავტობუსებითა და ავტორალის მანქანებით. ღონისძიების ორგანიზატორებმა სურპრიზი მოუწყვეს ბავშვებსაც და მათთვის საბავშვო კონცერტი დაიგეგმა, რომლის შემდეგაც ისინი ზღაპრის გმირებისა და მასხარების კოსტუმირებულ შოუში ჩაერთვნენ. იქვე მოიხატა ასფალტი. არჩილ ხაბაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა ზღვისპირა პარკში შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის, სასტუმროებისა და რესტორნების საგამოფენო სივრცეს დაათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ზღვისპიარა პარკში ასევე მხატვრის სახლმა ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გამართა. საღამოს კი ზღვისპირა პარკის მოპირდაპირედ პარაპლანისტებისა და სერფინგისტების შოუ გაიმართება. პარალელურად ზღვისპირა პარკის ამფითეატრში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. მოეწყობა სპორტული სანახაობები, იქვე გამოიფინება ქობულეთელ ჩემპიონთა ფოტოები. მოგვიანებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლის პროდუქციისა და ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის გამოფენას მოინახულებენ და ღვინის სახლს დაათვალიერებენ. ქობულეთობის ფინალი იქნება გალა კონცერტი ქალაქის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)