|
2016-06-29 17:22:14, 664 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა
საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა. პროექტის დახურვის ცერემონიალი ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი მონაწილეობდნენ. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. სოფლის მცხოვრებნი დროისა და ფინანსების დანაკარგის გარეშე მარტივად ახერხებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომია „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებაც. საზოგადოებრივ ცენტრში ფუნქციონირებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა, განთავსებულია თანამედროვე ბიბლიოთეკები. საზოგადოებრივი ცენტრის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზის ფარგლებში 22 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. 2014 წელს საზოგადოებრივი ცენტრები ამოქმედდა ყვარელწყალში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მუხაესტატეში (ქობულეთის მუნიციპალიტეტი); გეგუთში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევში (გორის მუნიციპალიტეტი), კაჭრეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). 2015 წლიდან ფუნქციონირებს ხიდისთავის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ნუკრიანის (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), კორბოულის (საჩხერის მუნიციპალიტეტი), ღორეშის (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), კაზრეთის (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), შილდის (ყვარლის მუნიციპალიტეტი), ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქვემო ნატანების (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), კაბლის (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი), ლენტეხის (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივი ცენტრები, 2016 წელს კი სწრაფი და კომფორტული სერვისები ჩაქვის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), ხრეითის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი), სადახლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი), რუხის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), დიდი ჯიხაიშის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), მარტყოფისა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) და იორმუღანლოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)