13:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 10:02:59, 1157 ნახვა

ეკონომიკა
1 დოლარი 2.3709 ლარი ღირს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3709 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3436 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0273 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს, 2.6289 ლარი ეღირება, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5850 იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0439 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.36 – 2.37 ლარამდე მერყეობს, მისი გაყიდვა კი, 2.32 – 2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ჯიხურებში 1 ევრო დღეის მდგომარეობით, 2.60-2.61 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი 2.55-2.56 ლარს მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics