06:20 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 02:09:41, 672 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილის სამძიმარი თურქ ხალხს: შოკირებული და ძალიან დამწუხრებული ვართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბულში, ათა თურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს საკუთარი "ტვიტერის" მეშვეობით გამოეხმაურა.

„შოკირებული და ძალიან დამწუხრებული ვართ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმით. თქვენს გვერდში ვართ და თქვენთვის ვლოცულობთ“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. - ამის შესახებ, ჟურნალისტებს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ტერორისტმა აეროპორტის დაცვას ცეცხლი კალაშნიკოვის ავტომატით გაუხსნა. ვრცელდება ვიდეოკადრები სადაც ჩანს, რომ ტერორისტი თავს იფეთქებს. აეროპორტში ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა. 

პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics