|
2016-06-28 14:28:02, 630 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 95-ე საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ენერგოეფექტურ შენობად გადაკეთდა
თბილისის 95-ე საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ენერგოეფექტურ შენობად გადაკეთდა. მერიის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ზამთარში გათბობის აუცილებელი სამომხმარებლო სიმძლავრე 58%-ით შემცირდება. ცხელი წყლის მომარაგებისათვის ელექტრო გამაცხელებლების ნაცვლად კი მზის კოლექტორები დამონტაჟდა, რომელთა გამოყენებაც ელექტროენერგიის მოხმარების 51%-ით შემცირებას უზრუნველყოფს. განახლებულ ბაგა-ბაღში დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან და ჩუღურეთის გამგებელთან ერთად იმყოფებოდა. ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული საპილოტე პროექტით გაცილებით ნაკლები დაჯდება ბაღის მოვლა-პატრონობა და შემცირდება გამონაბოლქვის მოცულობა. „გაკეთდა საპილოტე ენერგოეფექტური პროექტი, რომლის შედეგადაც ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარების მნიშვნელოვანი დანაზოგი კეთდება. სისტემა მთლიანად გადავიდა მზის ენერგიაზე. გარდა ამისა, მოხდა შენობის ცალკეული კომპონენტების შეცვლა, რაც გათბობაზე მოხმარებულ ენერგიას დაზოგავს. საბოლოო ჯამში ფინანსურად გაცილებით ნაკლები დაგვიჯდება ბაღის მოვლა-პატრონობა. ასევე გარემოს დაცვის თვალსაზრისით ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რადგან 20 ტონით შემცირდება გამონაბოლქვი CO2-ის მოცულობა, რითაც ვასრულებთ პირობას, რომელსაც თბილისის მერიამ ხელი 2010 წელს მოაწერა. საუბარია მერების შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც გვაქვს ვალდებულება, 2020 წლამდე 20%-ით შევამცირიოთ CO2-ის მოცულობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. გათბობის სისტემაში თბური ტუმბოს და ფოტოვოლტაიკების ერთობლივი გამოყენებით მიღებული ეკონომია ბუნებრივი აირის მოხმარების დამატებით 10%-იან შემცირებას უზრუნველყოფს. ფოტოვოლტაიკების მიერ გენერირებული ელექტროენერგია კი ქსელიდან მიღებულ ენერგიას 20%-ით შეამცირებს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად CO2-ის ემისიის შემცირება წლიურად 22 ტონას შეადგენს. 2016 წელს თბილისში, ჯამში, 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება და ყველა შენობა ენერგოეფექტური იქნება.
NS
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)