|
2016-06-27 23:33:35, 663 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: EFTA-მ და საქართველომ, ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს
EFTA-მ და საქართველომ, ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს თავისუფალი ხელშეკრულების შესახებ ხელმოწერის შედეგად; ეს ნიშნავს მეტ ვაჭრობას, მეტ ინვესტიციებს, მეტ ტურიზმსა და ასევე, მეტ ქართულ ღვინოს EFTA-ს ქვეყნებში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავ ოფიციალურ ვახშამზე შეკრებილ სტუმრებს. პრემიერმა საღამოს შვეიცარიას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროში საქართველოს ახალ პარტნიორებზე ისაუბრა.
პირველ რიგში, მინდა მივმართო ჩვენს მასპინძლებს - შვეიცარიას. მარადიული დიპლომატიური შუამავალი, შვეიცარია საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აქტიური მონაწილეა. დღეს ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა კულტურა, გარემოს დაცვა, ტურიზმი და რა თქმა უნდა, ბიზნესი. მოუთმენლად ველი საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ფორუმს, რომელიც ხვალისთვისაა დაგეგმილი. პირველ რიგში, მინდა ვადღეგრძელო შვეიცარია! ახლა, ყურადღება მინდა მივაპყრო ლიხტენშტაინს. საქართველო-ლიხტენშტაინის ურთიერთობა ნელ-ნელა იწყებს განვითარებას, ამის ნათელი მაგალითია ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც გასულ კვირას შედგა თქვენს ქვეყანაში. ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და განათლების დარგებში თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს. მინდა ვადღეგრძელო ლიხტენშტაინი! რაც შეეხება ნორვეგიას, ეს ქვეყანა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ენერგეტიკის დარგში, თუმცა ჩვენი ურთიერთობები აღნიშნულ სფეროს მნიშვნელოვნად სცდება. ნორვეგია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით, ერთ-ერთი პიონერია. იგი უმნიშვნელოვანეს დახმარებას უწევს საქართველოს, სასამართლო და განათლების დარგებში რეფორმის გატარების თვალსაზრისით. მესამე სადღეგრძელოთი, მინდა, ნორვეგიას მივმართო! მეოთხე - ისლანდია. ჩვენ, ისლანდიასთან ბიზნესურთიერთობების გაღრმავების ძლიერი ინტერესი გვაკავშირებს, რაც, დიდწილად საქართველო-ისლანდიის ბიზნესფორუმების - ჩვენი ბიზნესსაზოგადოებების შეხვედრების მეშვეობით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, ვადღეგრძელოთ ისლანდია, თქვენი საფეხბურთო გუნდის შესანიშნავი თამაშის ხსენების გარეშე. გილოცავთ, ისლანდია და გისურვებთ წარმატებას დღეს საღამოს! და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია სადღეგრძელოს დასრულება საქართველოს ხსენების გარეშე; უნდა ვადღეგრძელო ჩემი უმშვენიერესი ქვეყანა და ასევე, ჩვენი მეგობრობის განახლება EFTA-სთან. გაუმარჯოს ჩვენს ერთობლივ წარმატებულ მომავალს!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)